ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის მოკლევადიან უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამას - „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)“ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მიენიჭა. პროგრამას მიენიჭა I ტიპის 12 უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) კრედიტ-ქულა.
იგი განკუთვნილია გადაუდებელი მედიცინის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის, საოჯახო მედიცინის, შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის. პროგრამის აკრედიტაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების გაძლიერების მიმართულებით.