რეგისტრაცია
image

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

უკან დაბრუნება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ირინე იმერლიშვილმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებასა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში გამოცდილების გაზიარებას. შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო კავშირების გაფართოებასა და ახალი თანამშრომლობითი შესაძლებლობების განვითარებას. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს აკადემიურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას და უმაღლესი განათლების სფეროში ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერას.