რეგისტრაცია
image

საორიენტაციო დღე

უკან დაბრუნება

საორიენტაციო დღე

საორიენტაციო დღე

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელი სტუდენტებისთვის საორიენტაციო დღე გაიმართა. შეხვედრის მიზანი ახალი სტუდენტების საუნივერსიტეტო გარემოსთან გაცნობა და მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება იყო.

საორიენტაციო დღის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზების, საგამოცდო პროცედურების, ბიბლიოთეკის მომსახურებებისა და უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური სერვისების შესახებ.

ასევე გაეცნენ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს, რაც მათ დაეხმარება საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ადაპტაციასა და აკადემიური საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რაც პირველკურსელებს შესაძლებლობას აძლევდა, მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველკურსელებს წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს!