რეგისტრაცია
image

ბიოჰიდროგელების მე-7 საერთაშორისო კონგრესი

უკან დაბრუნება

ბიოჰიდროგელების მე-7 საერთაშორისო კონგრესი

ბიოჰიდროგელების მე-7 საერთაშორისო კონგრესი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრა მიხაილიდიმ მონაწილეობა მიიღო ბიოჰიდროგელების მე-7 საერთაშორისო კონგრესში, რომელიც 29–31 ოქტომბერს მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში გაიმართა. კონგრესის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში პროფესორმა წარადგინა ზეპირი მოხსენება თემაზე: „სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცელულოზის პირდაპირი გახსნის გზით კონკრეტულ გამოყენებაზე მორგებული რეგენერირებული ჰიდროგელების შექმნა“. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო MEDIC პროექტის ფარგლებში მიღებული კვლევის შედეგები.

პროექტი ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევითი საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში აკადემიური პერსონალის მონაწილეობა ხელს უწყობს კვლევითი საქმიანობის განვითარებას, სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.