ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა მოკლევადიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა - „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)“. ორდღიანი, 12-საათიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილე ექიმებმა გაიღრმავეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR), ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის (AED) გამოყენებისა და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიმართულებით. სასწავლო პროცესი მოიცავდა ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და კლინიკურ სიმულაციურ სცენარებს, რაც მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი უნარების სრულყოფის შესაძლებლობას აძლევდა.
პროგრამის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების გაძლიერება და პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესება.