ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში – Education and Career 2026, რომელიც 18–20 ნოემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა.
გამოფენას ესწრებოდნენ ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თეა მიქელაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის სპეციალისტი მანონი ჯაფარიძე და მედიცინის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი აიდანა ანარბაევა.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ვიზიტორებს გააცნეს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო შესაძლებლობები, მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამები, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო გარემო და საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობები.
საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხელს უწყობს საერთაშორისო ცნობადობის ზრდას, საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებასა და უნივერსიტეტის პოზიციონირების გაძლიერებას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.