14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია შაქრიანი დიაბეტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაავადების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის წარმოჩენა.
ამ დღის აღსანიშნავად, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თეონა გოგიტიძემ უნივერსიტეტში ჩაატარა საჯარო ლექცია, რომელიც შაქრიანი დიაბეტის საკითხებს, მის რისკფაქტორებს, პრევენციასა და მართვის თანამედროვე მიდგომებს დაეთმო. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები.
ლექციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია დაავადებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე და გაეღრმავებინათ ცოდნა მისი პრევენციისა და მართვის შესახებ.