ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში Education and Career 2026, რომელიც 2026 წლის 18–20 ნოემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, ATAKENT Exhibition Complex-ში იმართება.
გამოფენის თარიღები და სამუშაო საათები: 18 ნოემბერი, ოთხშაბათი: 09:00–18:00 19 ნოემბერი, ხუთშაბათი: 09:00–18:00 20 ნოემბერი, პარასკევი: 09:00–16:00
ადგილმდებარეობა: ATAKENT Exhibition Complex, პავილიონი №10 42 ტიმირიაზევის ქუჩა, ალმათი, ყაზახეთი.
გამოფენის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურებისა და საქართველოში სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. გვეწვიეთ ჩვენს სტენდზე და გაეცანით ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს!