რეგისტრაცია
image

საერთაშორისო სკოლა-კონფერენცი

უკან დაბრუნება

საერთაშორისო სკოლა-კონფერენცი

საერთაშორისო სკოლა-კონფერენცი

12–14 ნოემბერს თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია „გადაუდებელი მედიცინა და ინტენსიური თერაპია: ინტერდისციპლინური პრინციპული საკითხები სიცოცხლის გადასარჩენად“, რომლის მთავარი სპონსორია ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენცია აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და აკადემიურ საზოგადოებას. კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აკადემიური და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის განვითარების პერსპექტივებს, პერსონალიზებულ კლინიკურ მიდგომებს, პრეჰოსპიტალურ მართვას, სეფსისისა და სეპტიური შოკის მართვას, ანესთეზიოლოგიასა და პერიოპერაციულ მენეჯმენტს. პროგრამის ფარგლებში ასევე განიხილება სამედიცინო სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო ინიციატივები.

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი კონფერენციაში აკადემიური პერსონალითაც მონაწილეობს. უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში კოლეგებს საკუთარ კლინიკურ გამოცდილებასა და პროფესიულ ცოდნას უზიარებენ. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მსგავსი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაწილია იმ საქმიანობისა, რომელიც ცოდნის გაზიარებას, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამედიცინო სფეროს განვითარებას ემსახურება. უნივერსიტეტი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სამედიცინო განათლების განვითარებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და სამეცნიერო საზოგადოების გაძლიერებას.