რეგისტრაცია
image

ლიდერობის განვითარების ტრენინგების სერია

უკან დაბრუნება

ლიდერობის განვითარების ტრენინგების სერია

ლიდერობის განვითარების ტრენინგების სერია

18–21 ნოემბერს Erasmus+ პროექტ LEADHEGA-ს ფარგლებში, გაიმართა უმაღლესი განათლების ლიდერობის განვითარების ტრენინგების სერია, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთა ლიდერული და მმართველობითი კომპეტენციების გაძლიერება.

პროგრამის ტრენერებმა მონაწილეებს ჩაუტარეს ინტენსიური სასწავლო კურსი, რომელიც ორიენტირებული იყო ლიდერობისა და მართვის თანამედროვე მიდგომების განვითარებაზე. ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სტრატეგიული ლიდერობა და მმართველობა, ზრდაზე ორიენტირებული ლიდერობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსების ეფექტური მართვა და ორგანიზაციული გაუმჯობესება. სასწავლო პროცესი აერთიანებდა ინტერაქტიულ სესიებს, პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებს, ჯგუფურ დავალებებსა და გამოცდილების გაზიარებას.

მონაწილეები მუშაობდნენ რეალურ ინსტიტუციურ გამოწვევებზე, განიხილავდნენ მართვის თანამედროვე მიდგომებს და შეიმუშავებდნენ ორგანიზაციული განვითარების ხელშემწყობ იდეებსა და გაუმჯობესების ინიციატივებს. პროგრამა მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების სფეროში ლიდერული პოტენციალის გაძლიერებას, ინსტიტუციური მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას.