რეგისტრაცია
image

ერაზმუს+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა რუმინეთში

უკან დაბრუნება

ერაზმუს+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა რუმინეთში

ერაზმუს+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა რუმინეთში

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტთა მობილობისთვის. ერაზმუს+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობა განხორციელდება რუმინეთში - ვასილე გოლდიშის სახელობის უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის II, III, IV და V კურსის სტუდენტებს.

  • მობილობის პერიოდი: 2026-2027 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი;
  • სასწავლო პროგრამა: მედიცინა;
  • მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (თებერვალი-ივნისი);
  • რაოდენობა: ორი სტუდენტი;
  • ფინანსური მხარდაჭერა: • სრული დაფინანსება: ყოველთვიური სტიპენდია და მგზავრობის ხარჯები; • უფასო სწავლა

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • Europass CV;
  • ნიშნების ფურცელი GPA-ის მითითებით;
  • სამოტივაციო წერილი;
  • პორტფოლიო
  • პასპორტის ასლი;
  • სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კონკურსის ეტაპები:

  • დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 26 ნოემბერი – 2026 წლის 7 დეკემბერი;
  • ინტერვიუ - 2026 წლის 10 დეკემბერი;
  • ნომინირება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;
  • სტუდენტის საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: international.relations@bauinternational.edu.ge