რეგისტრაცია
image

ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი

უკან დაბრუნება

ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი

ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამიტ კუმარ მიშრა ეწვია. სტუმრებს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, თეა მიქელაძე და გიორგი ცხვედიანი შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს და სამომავლო პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის ელჩი უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის ინდოელ სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სტუმრებთან განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და პარტნიორებთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება ინტერნაციონალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს კულტურათაშორის დიალოგს, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მრავალფეროვანი აკადემიური გარემოს განვითარებას.

უნივერსიტეტი აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი აკადემიური გარემოს შექმნისა და საერთაშორისო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.