5 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა რიგით VI გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ირინე იმერლიშვილმა, უნივერსიტეტის დირექტორმა ჰიქმეთ ილდირიმმა და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „სასკოლო ოლიმპიადა 2026“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება, რითაც სიმბოლურად კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის ოჯახის უწყვეტ განვითარებას. სწავლის წარჩინებით დასრულებისთვის სიმბოლური საჩუქრით დაჯილდოვდა მედიცინის პროგრამის კურსდამთავრებული მაგდა დანიელია.
ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გულითადად გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ეტაპს! გისურვებთ წარმატებებს ყოველ ნაბიჯზე, ჯანმრთელობას, ძალასა და ღირსეული კვალის დატოვებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.
ვამაყობთ თქვენით!