აუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ ამერიკული მოდელის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ერთსაფეხურიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას "მედიცინას", რომელიც 6 წელი გრძელდება და ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
სასწავლო პროცესი ხორციელდება სტამბოლის, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან და კლინიკების ქსელ Medical Park-თან პარტნიორობით, რომელიც მთელი თურქეთის მასშტაბით აერთიანებს ათობით კლინიკას.
სასწავლო პროგრამის მიზანია სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში შევუწყოთ ხელი და მოვამზადოთ ისინი მომავალი სამედიცინო კარიერისათვის.
კურსდამთავრებულებს ენიჭებათ დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია.
პროგრამის სტრუქტურა იხილეთ ქვემოთ:
კვალიფიკაცია: |
დიპლომირებული მედიკოსი |
სწავლის ტიპი: |
დღის სწავლება |
სწავლის ხანგრძლივობა: |
ექვსი წელი |
სწავლების ენა: |
ინგლისური |
კრედიტების რაოდენობა: |
360 ECTS |
ძირითადი სასწვლო კურსები: |
334 ECTS |
არჩევითი სასწავლო კურსები: |
26 ECTS |