სასწავლო უნივერსიტეტის შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და გაუმჯობესებას ჯანდაცვის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებით.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხარს უჭერს გლობალურ ხედვას მულტიკულტურული სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნის გზით, რომელიც თავის მხრივ სწავლების, კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის მაღალ სტანდარტებზე და ხარისხის მუდმივ განვითარებასა და დახვეწაზეა ორიენტირებული.
უნივერსიტეტი BAU Global ქსელის აქტიური წევრია და ჩართულია ცოდნის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებაში, რაც ერთობლივი სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების მხარდაჭერაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო წრეებში ინტეგრაციის მხარდაჭერასა და კურსდამთავრებულებისათვის საერთაშორისო მასშტაბით კარიერული შესაძლებლობების უზრუნველყოფაში გამოიხატება.
ენვერ იუჯელი არის BAU Global და Bahçeşehir Ugur საგანმანათლებლო ინსტიტუტების (BUEI) დამფუძნებელი და თავმჯდომარე, თურქეთის უდიდესი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუციების პროვაიდერი. ბატონი იუჯელი ითვლება თურქეთის ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ექსპერტად დაწყებითი სასკოლო განათლებიდან საუნივერსიტეტო განათლებამდე. მისი ინოვაციური იდეები საგანმანათლებლო სფეროში გამოიყენება როგორც თურქეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
2008 წელს თურქეთის ეროვნული დიდი ასამბლეის მიერ მას მიენიჭა ჯილდო "Outstanding Service Award". 2010 წელს ენვერ იუჯელს ამერიკის თურქეთის საბჭოს მიერ მიენიჭა ჯილდო "Education Award" , ხოლო 2014 წელს UNCA სპეციალური ჯილდო '' Global Education '' პირველად გადაეცა თურქეთის მოქალაქეს გლობალურ განათლებაში შეტანილი წვლილისათვის. აღნიშნული ჯილდოთი ბატონი ენევერ იუჯელი დაჯილდოვდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მიერ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში!
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ახალი და დინამიკურად განვითარებადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი საქართველოშია დაფუძნებული და ადგილობრივად ფუნქციონირებს, იგი ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის, „ბაუ გლობალის“, წევრია. ამ ქსელის ძირითადი კამპუსი მდებარეობს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ხოლო „ბაუ გლობალი“ აერთიანებს სამ კონტინენტზე განთავსებულ რვა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას მსოფლიო მასშტაბით.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლება დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამები. ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტები უზრუნველყოფენ სწავლებისა და პრაქტიკის ინტეგრირებულ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. ფაკულტეტები დაკომპლექტებულია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოწვეულ პროფესიონალთა გუნდით, რომელთაც მრავალფეროვანი განათლება და პროფესიული გამოცდილება აქვთ. სტუდენტებს ვთავაზობთ სწავლებისა და თვითგანვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს, სადაც ისინი ეუფლებიან როგორც საბაზისო, ისე კლინიკურ მეცნიერებებს, შეისწავლიან უნივერსალური უფლებების პატივისცემას და გამოიმუშავებენ მულტიკულტურულ გარემოში წარმატებით მოღვაწეობის უნარებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი მედიცინის სპეციალისტის და სტომატოლოგის აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ კლინიკური პრაქტიკისა და ადამიანის სიცოცხლისადმი მისი ბიოლოგიური, სოციალური და კულტურული საწყისებისადმი ღრმა პატივისცემის შერწყმით. სტუდენტებში სამედიცინო და ჯანდაცვასთან დაკავშირებული კომპეტენციების გამომუშავების პროცესში ვიყენებთ თანამედროვე ლაბორატორიებს, პაციენტთან მუშაობის სიმულაციურ მოწყობილობებს, პრაქტიკულ კლინიკურ გამოცდილებასა და ჯანდაცვაში დანერგილ თანამედროვე ინტერვენციის მეთოდოლოგიებს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები აკმაყოფილებდნენ სხვადასხვა მოწინავე ჯანდაცვის სისტემების სალიცენზიო მოთხოვნებს. ამიტომაც, სტუდენტებს ვთავაზობთ „USMLE -ის“ (ამერიკის სამედიცინო სალიზენციო გამოცდა) არჩევით მოსამზადებელ კურსს.
და ბოლოს, შავი ზღვის ულამაზესი ქალაქი ბათუმი ჩვენს სტუდენტებსა და ფაკულტეტის წევრებს თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს.