ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის V კურსის სტუდენტი, მარიამ დავითაძე, ამჟამად იმყოფება სამხრეთ კორეაში, სადაც მონაწილეობას იღებს კლინიკური პრატიკის პროგრამაში.
ნახე მეტი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის „შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების – „შავი ზღვის ლურჯი განვითარება““ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და BAU – საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. პროექტი წარმოადგენს ინოვაციურ სამეცნიერო ინიციატივას, რომლის მიზანია შავი ზღვის სანაპირო ზონაში ზღვის წყლის ხარისხის კომპლექსური მონიტორინგი და დაბინძურების გავლენის შეფასება თანამედროვე კვლევითი მეთოდების გამოყენებით.
ნახე მეტი
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას შორეული აღმოსავლეთის რეგიონში. უნივერსიტეტის აკადემიური სტაფის წარმომადგენლები - ასისტენტ-პროფესორი ნათია ხარატი და პროფესორი მარიო განაუ იმყოფებიან სამხრეთ კორეაში, ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სადაც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში.
ნახე მეტი
10–11 ივლისს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) მონაწილეობდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XXII საერთაშორისო კონგრესში, რომლის მთავარი თემა იყო „სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია“ (Special Care Dentistry) – მიმართულება, რომელიც თანამედროვე, ინკლუზიური სტომატოლოგიური მომსახურებისა და კლინიკური პრაქტიკის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
ნახე მეტი
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) ბაზაზე ახალი, თანამედროვე საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა – ბაუ დენტალი – ოფიციალურად გაიხსნა. პროექტი უნივერსიტეტის კლინიკური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიზანია ერთ სივრცეში პრაქტიკული სწავლების, მომავალი სპეციალისტების მომზადებისა და უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების გაერთიანება.
ნახე მეტი
4-5 ივლისს, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) ორგანიზებით, საქართველოში პირველი მასშტაბური სამედიცინო სიმულაციური შეჯიბრი - BAU Sim Games 2026 - გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის სტუდენტური გუნდები მონაწილეობდნენ.
ნახე მეტი
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტმა (ბათუმი) BAU Sim Games 2026-ის მეორე დღე მონაწილე გუნდებთან, ინსტრუქტორებთან, მენტორებთან და საორგანიზაციო ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრით დაასრულა.
ნახე მეტი
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პარიჩეჰრ თაჰმასები რაკი მონაწილეობდა საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესში - GREA 2026: Challenges in Reproductive Endocrinology: Where Science Meets Clinical Excellence, რომელიც 2026 წლის 14 ივნისს, Radisson Blu Iveria-ში გაიმართა.
ნახე მეტი
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ვიცე-დეკანი, ჰატიჯე ფალთა, იმყოფებოდა სამხრეთ კორეაში, ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
ნახე მეტი
7 ივნისს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოების და დაცვის პრობლემატიკა საქართველოში“.
ნახე მეტი
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტები ასიდა ანანიძე და ნათია ბარამიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უმაღლესი განათლების საერთაშორისო სამიტს - QS Higher Education Summit: Europe 2026 - დაესწრნენ.
ნახე მეტი
26 ივნისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით წარმატებით დასრულდა „სასკოლო ოლიმპიადა 2026“
ნახე მეტი
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2026 წლის 26–27 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოების და დაცვის პრობლემატიკა საქართველოში“.
ნახე მეტი
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და OSCE ცენტრის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ნინო კასრაძე, მონაწილეობას იღებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში - SESAM 2026 Annual Meeting, რომელიც 17-19 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში იმართება.
ნახე მეტი
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის პროგრამის V კურსის სტუდენტებმა, ტარიქ ელფატეჰ ბუშრამ და სანაბელ დარვიშმა, უნივერსიტეტის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს NeuroCordis Conference 2026-ში, რომელიც 6 ივნისს თბილისში გაიმართა.
ნახე მეტი