წინამდებარე სტრატეგია სასწავლო უნივერსიტეტის - ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი-ს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, განსაზღვრავს სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს სამეცნიერო კვლევის განვითარების მიმართულებით, განსაზღვრავს კვლევითი საქმიანობის მიმართულებებს, ადგენს სამეცნიერო კვლევების განვითარების ნაწილში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად მიზნებსა და მათგან გამომდინარე ამოცანებს.
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითის სამეცნიერო კვლევების განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიზნებია:
სტრატეგიის მიზნების მისაღწევად, სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები:
შიდა საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდება:
განხორციელდება ნეონატალური ალლოიმუნური თრომბოციტოპენიის კვლევა, რომელიც გამოწვეულია თრომბოციტების ზედაპირზე არსებული HPA 1a და HPA 5b ანტიგენების მიმართ გსენსიბილიზირებული დედის იმუნონოგლობულინ G-ის მეშვეობით. ამ ტიპის თრომბოციტოპებიები არის მწვავე თრომბოციტოპენიების და ქალასშიდა ჩაქცევების ძირითადი მიზეზი ახალშობილებში. ეს კვლევა განსაკუთრებით პრიორიტეტულია, რადგან არ ხორციელდება საქართველოში და თანამედროვე კვლევების საფუძველძე ნეონატალური ალლოიმინური თრომბოციტოპენიების 75%- ზე მეტი სწორედ კავკასიის პოპულაციაში გამოწვეულია HPA 1a ანტიგენით. შესწავლილი იქნება არა მარტო იმუნოსენსიბილიზაცია ანტისხეულებით და ანტიგენების არსებობა, ასევე იგეგმება HPA და HLA გენოტიპირება.
კველვა განხორციელდება კლინიკა „მედინას“ ნეონატოლოგიური დეპარტამენტთან თანამშრომლობით და ხელშეწყობით და მას ექნება სამეცნიერო მნიშვნელობასთნ ერთად პრაქტიკული ღირებულება, რადგან ეს დაეხმარება ნეონატოლოგებს დიფერენციულ დოიაგნოსტიკასა და ასეთი ტიპის პაციენტების მართავში.
კვლევაში ჩართული იქნებიან როგორც უნივერსიტეტის საბაზისო მეცნიერებათა დეპარტამენტის წევრები, ასევე სტუდენტებიც.
ასევე სასწავლო უნივერსიტეტი წლებია ჩართულია კლინიკა „მედინასა“ და ბსუ-სთან ერთდ ერთობლივ კვლევაში. კერძოდ, დამძიმებული ანამნეზის მქონე ახალშობილების სისხლის ჯგუფების განსაზღვრა და იმუნოსენსიბილიზაციის ინდექსის შესწავლა ორსულებში, რომელიც გამოწვეულია ABO, Rh და Kell სისტემებით.
ამ მიმართულებით უკვე გამოქვეყნებულია პუბლიკაციები და კვლევაში ჩართულნი არიან სტუდენტებიც.
შიდა საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდება:
პირველადი კვლევის შემდეგ მასალების დამუშავების შედეგად შესაძლებელი გახდება დამატებითი პარამეტრების დიფერენცირება და შესწავლა, კერძოდ:
კვლევის შედეგების შემდგომი დამუშავებით შესაძლებელი გახდება დავდების სიკვდილობისა და ავადობის მაჩვენებლის გამოთვლა, მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება - დაავადების ეკონომიკური ტვირთის განსაზღვრება მოცემული რეგიონისათვის. საფუძველზე შესაძლებელი იქნება ფიზიოლოგიური კვლევების განხორციელება. ასევე ძილის ფიზიოლოგიის შესწავლისათვის კვლევის მიმდინარეობების დაგეგმვა შესაძლებელია ძველი და ახალი ანტიკონვულსიური პრეპარატების ირგვლივ კვლევების წარმოება, როგორც ფარამაცეპტულ კომპანიებთან თანამშრომლობის, ასევე ლაბორატორიებთან ურთიერთობის საფუძველზე.
სამეცნიერო მიმართლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საერთაშრისო სამეცნიერო პროექტებში.
იდეა საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდება: განსხვავებულ პირობებში სივრცითი დაყოვნებული ამოცანის შესრულებისას, ქცევის ნეიროფსიქოლოგიური ანალიზის საფუძველზე, სივრცითი მეხსიერების ალოცენტრული სისტემის შეფასება ტიპური განვითარების 3-დან 5 წლამდე ასაკის ურბანულ და სოფლად მცხოვრებ ბავშვებში და ამ უკანასკნელზე ციფრული ტექნოლოგიების ხანგრძლივი გამოყენების ეფექტების შეფასება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სამომავლოდ მიზანშეწონილია როგორც აღნიშნული კვლევის გეოგრაფიული გაფართოვება ასევე ვგეგმავთ შევაფასოთ ყურადღების დეფიციტის კორელირება სივრცითი მეხსიერების დეფიციტთან ნეიროუკუკავშირის და ელექტროენცეფალოგრაფიის (Neurofeedback&QEEG) ინსტრუმენტის გამოყენების გზით.
საქართველო და განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარა გამოირჩევა ხანდაზმული პოპულაციის მაღალი მაჩვენებლით რაც დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. ამ მიმართულებით კვლევას დიდი ხანია აწარმოებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის მეცნიერთა ჯგუფი.
სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ამ მიმრთულებით განახორციელოს კვლევა ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან და ბსუ-ს ერთად. საგრანტო პროექტი უკვე წარდგენილია ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობით. ეს კვლევა ითვალისწინებს იმ მტკიცებულებების მოძიებას რაც ადასტურებს აუტოფაგიის როლს ეპიგენეტიკური ფაქტორების ზეგავლენით იმოქმედოს ხანდაზმულობაზე ქართულ პოპულაციაში.
ასევე სასწავლო უნივერსიტეტი გეგმავს კვლევებს მიკრობიოლოგიის მიმართულებით, შესწავლილი იქნება საშოს მიკროფლორა პერიმენოპაუზისას და მიკოპლაზმის და ურეაპლაზმის ანტიბიოტიკორეზისტენტობის საკითხები.
პერსონალიზებული მედიცინა ეყრდნობა ინდივიდუალურ პაციენტზე ორიენტირების კონცეფციას, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ პაციენტთან დაავადების პრევენციისა თუ მკურნალობისას პაციენტის გენეტიკის, საარსებო გარემოს და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით. ამ მიმართულებით ერთ-ერთი თანამედროვე მიდგომა კვლევაში არის ფერმენტ ციტოქრომ P450-ის (CYPs) გენეტიკური პოლიმორფიზმის შესწავლა. დღეისათვის იდენტიფიცირებულია ამ ფერმენტების მაკოდირებელი 57 გენი რომელიმე მათგანის მუტაცია იწვევს ფუნქციურ ცვლილებებს, რაც გამოიწვევს თავის მხრივ სამკურნალო პრეპარატებზე ინდივიდუალური რეაგირების ცვლილებას. ამ ფერმენტების გენეტიკური პოლიმორფიზმი გათვალისწინებული უნდა იქნას პერსონალიზებულ მკურნალობაში.
თუკი მუტაციური ალელი პოპულაციის 1% მაინც იდენტიფიცირდება ეს უკვე მიუთითებს ფარმაკოგენეტიკურ პოლიმორფიზმზე. მკურნალობის გართულებების და არასაჭირო ტოქსიკურობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია დოზირების და წამლის შერჩევის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა. მაგალითისთვის, CYP 2D6 ექსპრესირებულია ღვიძლის ქსოვილის მხოლოდ 2%-ზე, თუმცა ასობით წამლის მეტაბოლიზმი ხდება ამ ენზიმის მეშვეობით, ოპიატების, ბეტა-ბლოკატორების, ანთიარითმიული, ანტიდეპრესანტებისა და ნეიროლეპტიკების ჩათვლით. კავკასიის პოპულაციის დაახლოებით 10%-ში შეინიშნება აღნიშნული მედიკამენტების მეტაბოლიზმის სირთულეები, რაც გამოიხატება გვერდით ეფექტებში. აღნიშნულიდან გამომდინარე წამლის პერსონალური შერჩევა მოცემულ შემთხვევაში უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს.
შესაბამისი მიმართულებით შემუშავდება დოზირების გაიდლაინები ექიმებისთვის ასევე, ექიმებისთვის შეთავაზებული იქნება მათი პაციენტებისთვის ფარმაკოგენეტიკური ანალიზის განხორციელება.
პროცესში ჩაერთვებიან სტუდენტები, რომლებიც შეისწავლიან პოლიმორფიზმის ანალიზს ELISA ნაკრების გამოყენებით. აღნიშნული მეთოდის გამოყენება სტუდენტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ კვლევითი პროექტები რეტროსპეტულ კლინიკურ კვლევებზე.
Abstract
მეტაბოლური სინდრომის გავლენა ჯანმრთელობაზე იზრდება, ამასთან მეტაბოლური სინდრომის დამაზიანებელი მოქმებეა იზრდება. ცხიმოვანი ქსოვილი ასეკრეტირებს სხვადასხვა ადიპოკინებს, რაც მოქმედებს ინსულინის მგრძნობელობაზე და აქედან გამომდინარე ინსულინრეზისტენტობა გაცხიმოვნებასთან პოტენციურად კავშირშია.
კვლევის მიზანს წარმოადგენს მეზენქიმალური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ეფექტის შეფასება ფრუქტოზის SDR მოდელზე, აპელინზე და SIRT1 გენის გამოხატულებაზე ფოკუსირებით.
აღნიშნულმა კვლევებმა შესაძლებელია შეიძინონ თერაპიული გამოყენება და წარმოადგინონ ახალი სტრატეგიები ინსულინის რეზისტენციის მკურნალობისთვის.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ერთობლივ პროექტს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან, თანამშრომლობის ფარგლებში ორ სტუდენტს საშუალება ექნება პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო ლაბორატორიებში იმუშაოს აღნიშნულ კვლევებზე.
ინდუცირებული პლუროპოტენტური ღეროვანი უჯრედები (iPSC) რევოლუციას ახდენს პლუროპოტენტური ღეროვანი უჯრედები სფეროში. iPSC ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ პაციენტზე მორგებული უჯრედოვანი თერაპიის პროტოკოლი, ვინაიდან გენეტიკურად იდენტური უჯრედების გამოყენება გამორიცხავს იმუნურ უარყოფას. ემბრიონული ღეროვანი უჯრედებისგან განსხვავებით, iPSC არ იწვევს ბიოთეკურ დებატებს და წარმოადგენს “შეთანხმებულ“ ალტერნატივას, რომელიც არ მოითხოვს ადამიანის ოოციტებისა ან ემბრიონების გამოყენებას.
უჯრედოვან სამედიცინო პროდუქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა მოითხოვს უჯრედების GMP ლაბორატორიული აღჭურვილობის მკაცრ კონტროლს. უჯრედოვანი GMP ლაბორატორია უზრუნველყოფს ფარმაცევტული თუ უჯრედული პროდუქტის შემუშავებას.
აეწყობა ლაბორატორა უჯრედოვანი კულტურების კვლევებისთვის.
სტუდენტები ისწავლიან საბაზისო მეტოდებს უჯრედულ კულტურებზე, მათშორის ღეროვან უჯრედებზე. იგეგმება წარმატებული სტუდენტების დასაქმდება ლაბორატორიაში.