ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაციის პროცესი მარტივია. ჩვენ მივესალმებით სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. ქვემოთ მოცემულ სექციებში თქვენ იხილავთ ზოგად ინსტრუქციას განაცხადის და მიღების პროცესის შესახებ.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას BAU ბათუმში!
შემოდგომის სემესტრის მიღება დასრულებულია
რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებული თარიღები გთხოვთ, იხილოთ მიმდინარე აკადემიურ კალენდარში
უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულად ჩვენი ონლაინ პორტალის მეშვეობით https://bauglobal.secure.force.com/applybat
რეგისტრაციისას საჭიროა პირად მონაცემების მითითება და საჭირო დოკუმენტების ატვირთვა. საჭირო დოკუმენტებია:
თუ თქვენ ჯერ კიდევ ელოდებით თქვენი საბოლოო დოკუმენტების გაცემას, გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადება თქვენი პროგნოზირებული შეფასებების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს დავამუშავოთ თქვენი განაცხადი პირობით საფუძველზე. თქვენ უნდა მოგვაწოდოთ ოფიციალური საბოლოო დოკუმენტები, როდესაც მიიღებთ მათ. მას შემდეგ რაც დაასრულებთ თქვენს ონლაინ აპლიკაციას, ჩვენ განვიხილავთ და 2 დღის ვადაში მიიღებთ პირობითი მიღების წერილს.
პირობითი მიღების წერილის მიღების შემდეგ თქვენ უნდა გადაიხადოთ განაცხადის საფასური 500 აშშ დოლარი 5 დღის განმავლობაში. განაცხადის საფასური არ არის ანაზღაურებადი. გადასახადის მიღებისთანავე ვიწყებთ უცხოური განათლებისა აღიარების და ჩარიცხვის პროცესს საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად. ამ პროცედურას შესაძლოა 3 კვირამდე დასჭირდეს. საქართველოს განათლების სამინისტროდან უცხოური განათლების აღიარებისა და ჩარიცხვის დასტურის მიღების შემდეგ უნივერსიტეტი გასცემს სტუდენტის საბოლოო ჩარიცხვის დოკუმენტს. ეს დოკუმენტი უნდა გაიცეს ვიზაზე განაცხადის პროცესში (ვიზის საჭიროების შემთხვევაში).
BAU საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტები ვალდებულნი არიან გაიარონ აკადემიური და ფინანსური რეგისტრაცია სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრში აკადემიური სემესტრის დაწყებამდე. რეგისტრაციის თარიღები განისაზღვრება აკადემიური კალენდრით.
საქართველოს მოქალაქეები ირიცხებიან BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით.
გარდა სავალდებულო საგნებისა, სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ ერთ-ერთი შემდეგი არჩევითი გამოცდა: ქიმია, ფიზიკა ან მათემატიკა. არჩევით-სავალდებულო გამოცდებზე კომპეტენციების დონე 25%-ია.
ერთიანი ეროვნული გამოცდებით BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო გრანტებით, რომლებიც ჩამოიჭრება სწავლის საფასურიდან. ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორი ხელს აწერს ბრძანებას კანდიდატის შესაბამის ფაკულტეტზე და სპეციალობაზე ჩარიცხვის შესახებ, რომელიც მოქმედებს როგორც საბოლოო მისაღები დოკუმენტი. სტუდენტები ვალდებულნი არიან გაიარონ აკადემიური და ფინანსური რეგისტრაცია სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრში აკადემიური სემესტრის დაწყებამდე. რეგისტრაციის თარიღები განისაზღვრება აკადემიური კალენდრით.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც დაამთავრეს საშუალო განათლება საზღვარგარეთ, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ირიცხებიან საერთაშორისო სტუდენტებისთვის დაწესებული მიღების პროცედურების მეშვეობით.
ვინაიდან ჩვენი ყველა პროგრამა სრულად ისწავლება ინგლისურად, ჩვენ ვითხოვთ თქვენი ენის ცოდნის დამადასტურებელ მტკიცებულებას. გთხოვთ იხილოთ საერთაშორისო ინგლისური ენის კომპეტენციების გამოცდების და შესაბამისი ქულების ჩამონათვალი, რომელიც აღიარებულია ჩვენი უნივერსიტეტის მიერ:
თუ თქვენ დაასრულეთ საშუალო სკოლა ინგლისურენოვან ქვეყანაში, მაშინ არ გჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.
BAU საერთაშორისო უნივერსიტეტი აპლიკანტებს სთავაზობს ჩააბარონ ინგლისური ენის გამოცდა "BAU Proficiency", თუ მათ აქვთ ინგლისური ენის საჭირო ცოდნა, მაგრამ არ აქვთ საერთაშორისო ენის სერთიფიკატი. BAU Proficiency-ის გამოცდის მინიმალური ქულა უნდა იყოს 60. გამოცდის თარიღების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სტუდენტების მხარდაჭერის ცენტრი.
თუ ჯერ არ გაქვთ B2 დონის ინგლისური და გაქვთ უფლება ისწავლოთ BAU Batumi-ის ერთ-ერთ პროგრამაზე, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს ინგლისური ენის მოსამზადებელ სკოლაში BAU სტამბულის ფილიალში.
საერთაშორისო სტუდენტები
სწავლის საფასური - 6500 აშშ დოლარი წელიწადში, სემესტრის საფასური 3250 აშშ დოლარი
საქართველოს მოქალაქეები
სწავლის საფასური — 10000 ლარი წელიწადში, სემესტრის საფასური 5000 ლარი
ჩამოტვირთეთ პროგრამის კატალოგი
საერთაშორისო სტუდენტები
სწავლის საფასური — 4500 აშშ დოლარი წელიწადში, სემესტრის საფასური 2250 აშშ დოლარი
საქართველოს მოქალაქეები
სწავლის საფასური — 7000 ლარი წელიწადში, სემესტრის საფასური 3500 ლარი
ჩამოტვირთეთ პროგრამის კატალოგი
სწავლის საფასურის გარდა, ჩვენ გირჩევთ გამოითვალოთ შემდეგი ხარჯები:
განთავსება - დაახლოებით 350 — 400 აშშ დოლარი თვეში
ჩვენ ამჟამად არ ვთავაზობთ საცხოვრებელს სტუდენტებს. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ მოხარული ვიქნებით მოგაწოდოთ ვებსაიტების სია, სადაც შეგიძლიათ ბათუმში არსებული საცხოვრებელი სახლების ძიება. საცხოვრებლის ძიებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევა, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი:
სტუდენტებს შეუძლიათ დაფინანსების მოპოვება მხოლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, სემესტრის ბოლოს აკადემიური მოსწრების საფუძველზე კერძოდ, თუ სემესტრის დასრულების შემდეგ GPA მაჩვენებელი 91 და მეტია, მათ შეუძლიათ მიიღონ 50% დაფინანსება, რაც ნიშნავს 50%-ით სწავლის საფასურის შემცირებას მომდევნო სემესტრში.
სავიზო მოთხოვნების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს თქვენს ქვეყანაში. საკონსულოების სია თითოეულ ქვეყანაში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ზოგადი ინფორმაცია სწავლის მიზნით ვიზაზე განაცხადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
პირობები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ქვეყნებსა და ინდივიდებს შორის, ამიტომ ყოველთვის ჯობია პირდაპირ პასუხისმგებელ ორგანოს მიმართოთ ყველაზე ზუსტი, განახლებული ინფორმაციის მისაღებად. ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტი მოგაწვდით სავიზო მოწვევის წერილს მას შემდეგ, რაც განაცხადის პროცესი დასრულდება და თქვენ ოფოციალურად ჩაირიცხებით უნივერსიტეტში.