რეგისტრაცია

Erasmus+

ერაზმუს +

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი “The ERASMUS+ SPRING Project” -ის კოორდინატორია. პროექტი მიზნად ისახავს სამედიცინო სფეროში მოღვაწე უნივერსიტეტების პოტენციალის გაფართოებას და მონაწილე ქვეყნებში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

 

პროექტის განხორციელების მიზნებია:


  • სამიზნე პარტნიორ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ სამედიცინო სკოლების აკადემიური და ადმინისტრაციული ერთეულების ცნობიერების ამაღლება.
  • საერთაშორისო მიმოხილვის საბჭოს (MPRB) შექმნა, როგორც მდგრადი განვითარების აუცილებელი და ეფექტური ინსტრუმენტი;
  • აკადემიური პროგრამებისა და ადმინისტრაციული პოლიტიკის, პროცესების, პროცედურების და აქტივობების თანმიმდევრული განხილვის პროცესის შემუშავება და თანმიმდევრულად განხორციელება სამიზნე პარტნიორ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ;
  • გააუმჯობესოს ფაკულტეტის წევრების/აკადემიური პერსონალის პროდუქტიულობა თვითშეფასების და გარე შეფასების გზით;
  • პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება;
  • პროექტის მიღწევებისა და სხვა შედეგების შესახებ სამინისტროებსა და ეროვნულ სააგენტოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამედიცინო განათლებაზე, ჩართულნი არიან EECA-ს პროგრამაში და პარტნიორი ქვეყნების სამედიცინო განათლებაში.

 

პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებები:


  • ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
  • ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახაროვის სახელობის გარემოს დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტი
  • გროდნოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • სანჯარ ასფენდიაროვის სახელობის ყაზახეთის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ტაჯიკეთის ავიცენას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ხატლონის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ლიეტუვას სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი