მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო დასაქმების ბაზრებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და ჯანდაცვის მიმართულებით მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სკოლის ამოცანებია:
სკოლა წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას მედიცინისა და სტომატოლოგიის სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. სკოლის მმართველი ორგანოებია სკოლის საბჭო და დეკანი.
სკოლის საბჭო არის სკოლის მმართველი წარმომადგენლობითი კოლეგიური ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის სკოლის დეკანი, სკოლის ყველა აკადემიური პერსონალი და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სკოლის საბჭო:
მედიცინა ის სფეროა, რომელიც მუდმივად და ელვისებური სისწრაფით ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტექნოლოგიების განვითარებამ წარმოუდგენლად გაზარდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობები, თითოეული ადამიანის ორგანიზმი მაინც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ამოუცნობი მაინც ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება. მედიცინა ერთ-ერთი უსრთულესი სფეროა ადამიანის მოღვაწეობისა.
მაგრამ მინდა გითხრათ, მარტივი ვერ იქნება საინტერესო, ის რაც რთულია, იქ სადაც მეტი წინააღმდეგობა და სიძნელეა, იქ მეტი ინტერესი გიღვივდება. თუ თქვენ არ გიყვართ მარტივი გზით სიარული, თუ თქვენ თავგადასავლებისა და მუდმივი სიახლეების მოყვარული ხართ, თუ თქვენ ბუნებით გიყვართ თავსატეხების ამოხსნა, ხართ შრომისმოყვარე და რაც მთავარია, გიყვართ ადამიანები, მაშინ თქვენთვის მედიცინა არის სწორედ ის სფერო სადაც შეძლებთ საკუთარი თავის წარმატებით რეალიზებას.
ადამიანებთან მუდმივი კონტაქტის, დახმარების უანგარო სურვილი და იმის შეგრძნება, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისაკენ, გააბედნიეროთ არა მხოლოდ ერთი, არამედ უამრავი ადამიანი ერთი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებით - ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოწოდებით ხართ ექიმი
სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ველოდებით ბაუ-ში. უნივერსიტეტი, თავის მხრივ, შექმნის ყველა პირობას, რათა თქვენგან ჩამოყალიბდეს პროფესიონალები
საუკეთესო სურვილებით,
პროფ.ლეილა ახვლედიანი
მედიცინის სკოლის დეკანი