რეგისტრაცია

სტუდენტთა გზამკვლევი

 

ჩარიცხვისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია (უცხო ქვეყნის მოქალაქესთვის)


პირველსემესტრელმა სტუდენტმა ჩარიცხვისათვის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; GCE A დონე;
  • ტრანსკრიპტი;
  • პასპორტის ასლი;
  •  ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი, მინიმალური დონე - B2

  • თურქეთის ეროვნული გამოცდის სერთიფიკატი, რომლითაც დასტურდება  მედიცინის პროგრამის პირველი 50000 სტუდენტის  და სტომატოლოგიის 80000 სტუდენტის ჩარიცხვა (მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის)

  • ეროვნული დასაშვებობის ტესტი (NEET) (მხოლოდ ინდოეთის მოქალაქეებისთვის)
 
 

ჩარიცხვისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია (საქართველოს მოქალაქესთვის)


პირველსემესტრელმა სტუდენტმა ჩარიცხვისათვის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედანის წარმოდგენა);
  • ორი ფოტოსურათი, ბეჭდური (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); 
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, ბაუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი არის მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.
 
 

სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები


ბაუ-ს სტუდენტს უფლება აქვს:

  • მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა ჩაერთოს სამეცნიერო კვლევაში;
  • ისარგებლოს ბაუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
  • მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ბაუ-ში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
  • მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს საგამოცდო შედეგი;
  • მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების, გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე;
  • პერიოდულად შეაფასოს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მუშაობა

ბაუ-ს სტუდენტი ვალდებულია:

  • რეგულარულად გაეცნოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ბაუ-ს ადმინისტრაციულ აქტებს;
  • გონივრულ ვადაში აცნობოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს/სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურს/ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებულ ანკეტაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე

 
 

სასწავლო დატვირთვა


კრედიტი არის ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ; 

დიპლომირებული მედიკოსის/დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის დატვირთვა 12/10 სემესტრის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 360/300 კრედიტს;

სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს (სემესტრში 30 კრედიტი);

 
 

რეგისტრაცია


ფინანსური რეგისტრაცია

სტუდენტის მიერ ფინანსური რეგისტრაციის გავლა გულისხმობს შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას და წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას.

აკადემიური რეგისტრაცია -  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის - batumi.keyps.com.tr - საშუალებით.

სასწავლო კურსის შეცვლა ან გაუქმება დასაშვებია სასწავლო პროცესის დაწყებიდან 1 კვირის ვადაში.

ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლის შემდეგ სტუდენტს ენიჭება აქტიური სტატუსი.

 

სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა


სტუდენტს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (batumi.keyps.com.tr) შესასვლელად  საკუთარი პროფილის პაროლი ენიჭება პირველსემესტრელთა რეგისტრაციისას. სტუდენტმა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით შეიძლება მიიღოს შემდეგი მომსახურება:

  • განახორციელოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირება;
  • სასწავლო ბარათში ნახოს მის მიერ არჩეული საგნები, მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები; 
  • გაეცნოს ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო კურსების ჩამონათვალს, სილაბუსებს, სასწავლო და საგამოცდო ცხრილებს; 
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე აწარმოოს მიმოწერა სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტთან/ფაკულტეტის შესაბამის სამსახურთან, ხოლო გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე - საგამოცდო ცენტრთან;
 
 

სწავლის საფასური


ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაწესდეს სწავლების განსხვავებული საფასური.

ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის სხვაობა უნდა დაფაროს ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში.

დამატებით სემესტრში საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტის ღირებულება შეადგენს 108.3 დოლარის ექვივალენტს ლარში.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია: საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის და თი ბი სი ბანკის ნებისმიერ ფილიალში; ასევე საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის და თი ბი სი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

სწავლის საფასურის გადახდისას წამოქმნილი პრობლემის შემთხვევაში სტუდენტი უკავშირდება ბაუ-ს ფინანსურ დეპარტამენტს (ბაუ, პირველი კორპუსი, ოთახი №11) .

 
 

მობილობა


შიდა მობილობა

ბაუ-ს სტუდენტი უფლებამოსილია შიდა მობილობით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა როგორც ფაკულტეტის შიგნით, ასევე გადავიდეს ბაუ-ს სხვა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

შიდა მობილობა ხორციელდება keyps-ზე  სტუდენტის  პირადი პროფილიდან.  

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების პირველი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი;

საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები (საკონკურსო ქულა) აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

ბაუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა

ბაუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მობილობის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა  ელექტრონული პორტალის საშუალებით (https://emis.ge/mobiloba/)

 
 

სტუდენტის სტატუსის შეჩერება


სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

  • სტუდენტის პირადი განცხადება 
  • უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა);
  • ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ფინანსური დავალიანება სასწავლო უნივერსიტეტის წინაშე;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა;
  • აკადემიური და ფინანსური რეგისტრაციის გაუვლელობა;
  • სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, როგორც განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ისე მისი ძალაში შევლის შემდგომ.

სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება სასწავლო უნივერსიტეტსა და სტუდენტის უფლება-მოვალეობებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.

თუ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტატუსი.

სტატუსშეჩერებულ პირს არ უბრუნდება გადახდილი სწავლის საფასური. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში მის მიერ გადახდილი თანხა ჩაითვლება შესაბამისი სემესტრის მიხევდით.

 
 

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა


სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

  • სტუდენტის პირადი განცხადება;
  • საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
  • სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის წესით გადასვლა;
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 (ხუთი) წლის ვადის გასვლა;
  • სტუდენტის ეთიკის კოდექსის ისეთი დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას;
  • ერთი და იმავე სასწავლო კურსის ზედიზედ სამჯერ მოსმენა და კრედიტების ვერ ათვისება;
  • გარდაცვალება;

რექტორის მიერ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შედეგი დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე; ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 
 

შუალედური/ბლოკის გამოცდის სახეები და შეფასება


ბლოკის გამოცდა ტარდება ტესტირებული, ან კომბინირებული ფორმით (ტესტი და ქეისი) კომპიუტერთან, მხოლოდ ტესტირებული ფორმის შემთხვევაში ტესტი შედგება დახურული მრავლობითპასუხიანი ბლოკის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 40.

კომბინირებული ბლოკის გამოცდის შემთხვევაში ტესტების გარდა გამოიყენება სიტუაციური ამოცანა, ან კლინიკური შემთხვევა (წერილობით მსჯელობა) მაქსიმალური შეფასება 5 ან 10 ქულა სირთულიდან გამომდინარე. ბლოკის გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა.

ბლოკის გამოცდის ტესტურ ნაწილში თითოეულ საგანს აქვს 20%-იანი ბარიერი. თუ სტუდენტი ვერ გადალახავს ამ ბარიერს ერთ საგანში მაინც, გამოცდა არ ეთველება ჩაბარებულად.

შუალედური გამოცდა ტარდება წერილობით, ტესტის, ან ზეპირი სახით სასწავლო კურსის მიზნებიდან გამომდინარე, რაც ასახულია სასწავლო კურსის სილაბუსში. თითოეული შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 20 ქულა.

წერითი სახის შუალედური გამოცდა:
ა) რამდენიმე თემიდან ერთ-ერთის შერჩევა -მაქსიმალური შეფასება 20 ქულა;
ბ) ოთხი საკითხი სხვადასხვა თემიდან თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასება 5 ქულა;
გ) სიტუაციური ამოცანა, ან კლინიკური შემთხვევა (წერილობით მსჯელობის ჩამოყალიბება) მაქსიმალური შეფასება 5 ან 10 ქულა სირთულიდან გამომდინარე.

ტესტის სახით გამოცდა დახურული მრავლობითპასუხიანი შეკითხვა (0,4 ქულიანი), ან ღია კითხვის, გამოტოვებული სიტყვის, ან განმარტების ჩაწერის სახით, ამ შემთხვევაში ერთი კითხვის შეფასების მაქსიმუმი 1 ქულაა.

დასკვნითი გამოცდის სახეები და შეფასება:

სტუდენტის დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა განისაზღვრება თითოეულ სასწავლო კურსში ინდივიდუალურად და გაწერილია სილაბუსში. კლინიკურ საგნებში გამოცდაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს კლინიკური აზროვნებისა და უნარების შეფასების 60-80% ბარიერის გადალახვა. დასკვნითი გამოცდები უმეტესად კომბინირებულია:

ბლოკის (ინტეგრირებული) დასკვნითი გამოცდა ტარდება კომბინირებული სახით: ზეპირი და წერილობითი ფორმით. მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა.

სასწავლო კურსის დასკვნითი გამოცდა სხვადასხვა კურსში განსხვავებულია და წერითი, ტესტი, ზეპირი, პროექტის დაწერა და დაცვა, OSCE, OSPE, MiniCex, 360 გრადუსიანი შეფასების სხვადასხვა კომბინაციის სახითაა.

ყველა წერითი ტიპის გამოცდა ტარდება ელექტრონულ მართვის პლატფორმა KEYPS-ის მეშვეობით.

სტუდენტს დასკვნითი გამოცდა ეთვლება ჩაბარებულად თუ გადალახავს გამოცდის 50, 55, ან 60%-იან ბარიერს (სასწავლო კურსების მიხედვით).

სტუდენტს კრედიტი მიენიჭება გამოცდების ბარიერების გადალახვისა და 51-დან 100-მდე ქულის დაგროვების შემთხვევაში.

პროგრამით გათვალისწინებული სწვლის შედეგების საბოლოო შეფასება ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით და ორი სახის უარყოფითი შეფასებას.

სტუდენტი ფასდება ECTS სისტემით, შემდეგი სქემის მიხედვით:

ქულა შეფასება GPA (Grade Value)
91-100 (A) ფრიადი 4.0
81-90 (B) ძალიან კარგი 3.0
71-80 (C ) კარგი 2.0
61-70 (D) დამაკმაყოფილებელი 1.0
51-60 (E) საკმარისი 0.5
41-50 (FX)

ვერ ჩააბარა - სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

0.0
0-40 (F)

სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი თავიდან აქვს გასავლელი

0.0

შეფასების 100-ქულია­ნი სისტემა ვრცელდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტზე, და სხვა სახის ნაშრო­მზე.

 
 

აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭება


უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია.

კურსდამთავრებულის სახელზე გამოიცემა დიპლომი და დანართი.