სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ამავდროულად წარმოადგენს სტუდენტურ ომბუდსმენს.
სტუდენტური ომბუდსმენის მანდატის საფუძველზე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობას წარმოადგენს:
ა) სტუდენტთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმების შემუშავება და მათი იმპლემენტაცია;
ბ) სტუდენტთა უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული შესწავლა, მონიტორინგი და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი მყისიერი ღონისძიებების გატარება;
გ) სტუდენტური უფლებების დაცვის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და ამგვარი ორგანიზაციების საქმიანობაში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
დ) სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება (ყოველსემესტრული/ყოველწლიური), რომელშიც უნდა აისახოს გამოვლენილი დარღვევები, პრობლემური საკითხები და რეკომენდაციები;
ე) სხვა ქმედებების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს, დაცვასა და გაუმჯობესებას.