მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია. მობილობის პროცესს არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი". სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
მობილობის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გადმოვიდნენ და სწავლა გააგრძელონ სასწავლო უნივერსიტეტ "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმში".
მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.