რეგისტრაცია

ბაუს უნივერსიტეტი დისტანციური სწავლებისთვის ემზადება

19, მარტი 2020

ძვირფასო სტუდენტებო,

გაცნობებთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესში დისტანციური სწავლების მეთოდების გამოყენებისთვის ემზადება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა ონლაინ პლათფორმები: “Zoom” და “Meet”, რომელიც ამჟამად ტესტირების რეჟიმშია. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ონლაინ და ჰქონდეთ ინტერაქციის შესაძლებლობა.

სტუდენტებს ინდივიდუალურად დაეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმული და გზამკვლევი თუ როგორ ჩაერთონ ონლაინ ლექციებში.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯანმრთელობას გისურვებთ!