შეხვედრა ყირგიზ სტუდენტებთან  ქალაქ ოშში

03, ივნისი 2016

2016 წლის 31 მაისს , ბაუ ბათუმის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ქალაქ ოშში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს. შეხვედრის დროს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაცნობითი სახის პრეზენტაცია ჩაუტარეს მათ და მიაწოდეს ინფორმაცია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამისა და უპირატესობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტებსა და მშობლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც იგეგმება.