ბაუ ბათუმის პრეზენტაციები სკოლის მოსწავლეებისათვის აჭარის მასშტაბით

09, მარტი 2016

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით აჭარის მასშტაბით პრეზენტაციები ჩაუტარეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. პრეზენტაციის დროს სკოლის მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამას და უნივერსიტეტში სწავლებასთან დაკავშირებულ დეტალებს. ჯამში პრეზენტაციები ოცამდე სკოლის მოსწავლეს ჩაუტარდა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები სამომავლოდაც იგეგმება, რაც უნივერსიტეტის ცნობადობის შექმნასა და ამაღლებას ემსახურება.