ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები 2016 წლის 22-26 თებერვალს სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ კერძო და საჯარო სკოლის ხელმძღვანელ პირებს. შეხვედრის დროს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაცნობითი სახის პრეზენტაცია ჩაუტარეს სკოლის ხელმძღვანელებს და მიაწოდეს ინფორმაცია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამისა და უპირატესობების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ფაქტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სკოლების წარმომადგენლების მხრიდან. შეხვედრების დროს, ასევე დაიგეგმა მარტის შუა რიცხვებიდან პრეზენტაციების ჩატარება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთანაც, რომლის დროსაც აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტისა და აქ სწავლების პირობების შესახებ უშუალოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისაგან.