16 მარტს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში შედგა გაცნობითი შეხვედრა გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებთან ინდოეთიდან, რაც მიზნად ისახავდა სტუმრებისთვის უნივერსიტეტის პრეზენტაციას, სამომავლო გეგმების გაცნობას და ურთიერთთანამშრომლობის პირობების განხილვას.
აღნიშნულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ბაუ სტამბოლის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტურ საქმეთა განყოფილების დირექტორი, ერბაი სირინი.