რეგისტრაცია

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის კონკურსი

28, იანვარი 2020

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების ხელშეწყობის მიზნით აცხადებს საგრანტო პროექტების კონკურსს შემდეგი მიმართულებით:

  1. მედიცინის
  2. ბიომედიცინის
  3. საბუნებისმეტყველო
  4. საზოგადოებრივი ჯანდაცვის

პროექტის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს ბაუ ბათუმის უნივერსიტეტში აკადემიური ან მოწვეული პერსონალის სახით (თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება აკადემიურ პერსონალს);

  • პროექტში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული არანაკლებ ორი სტუდენტისა;
  • პროექტის ხარჯვით ნაწილში სახელფასო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს პროექტის საერთო ბიუჯეტის 25-30 პროცენტს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 მარტი.