რეგისტრაცია

სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ბათუმში

22, მარტი 2016

2016 წლის 16 მარტს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საზეიმო გახსნის ცერემონიას სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლობა დაესწრო, რომელიც წარმოდგენილი იყო რექტორის, პროფესორ შენაი იალჩინის, სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თურქერ ქილიჩის, სტუდენტთა დეკანის ფერვინ მერდანის, გენერალური მდივნის მოადგილის ჰიქმეთ ილდირიმისა და საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების ოფისის დირექტორის ერბაი შირინის სახით.

ბათუმში ვიზიტისას ბაუ სტამბულის დელეგაცია ბაუ ბათუმის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის და მოსამზადებელი კურსის სტუდენტებს შეხვდა. ასევე დისტანციური სწავლების ოთახში ჩატარდა ერთობლივი ონლაინ ლექცია ბაუ ბათუმისა და ბაუ ისტამბულის სტუდენტებისათვის. გარდა ამისა სამუშაო შეხვედრები გაიმართა ბაუ ბათუმის რექტორ ბატონ ისმეთ დინდარ-მიქელაძესა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, სადაც განხილული იქნა სამომავლო გეგმები და ღონისძიებები პროგრამის პარალელურ რეჟიმში განხორციელების მიზნით.