რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის სტუდენტები სტუმრად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

15, აპრილი 2016

14 აპრილს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი და იქ არსებული აღჭურვილობა. გარდა ამისა, ისინი შეხვდნენ ბსუ-ს სტუდენტებს და ისაუბრეს სამომავლო აქტივობებზე, რომელსაც ერთად განახორციელებენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს აღნიშნული უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.