რეგისტრაცია

ბაუ ბათუმი გერმანიაში სამუშაო შეხვედრაში ღებულობს მონაწილეობას

04, ნოემბერი 2016

2016 წლის 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გერმანიის ფედარაციული რესპუბლიკის ქ. ბერლინში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 100 ზე მეტი უნივერსიტეტი და   1094 საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე სააგენტო 98 სხვადასხვა ქვეყნიდან. სემინარს ასევე ესწრებოდა ბაუ გლობალის წევრი უნივერსიტეტები და ენის სკოლები, მათ შორის ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობა დამყარდა სააგენტოებთან. ასევე გაიმართა პრეზენტაციები, რომლის დროსაც ბაუ გლობალის საგანმანათლებლო ქსელის წარმომადგენელმა სააგენტოებს გააცნო ბაუ გლობალის წევრი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები, მათი პრეროგატივები და უპირატესობები. აღსანიშნავია, რომ ბაუ გლობალის წევრმა უნივერსიტეტებმა განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება დაიმსახურა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრისთვის, ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და არსებულის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.