აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბაუ ბათუმის რექტორს, ისმეთ დინდარს "საუკუნის ექიმის" წოდების მინიჭება მიულოცა.
ღონისძიებას, რომელიც თურქეთის საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ცნობილ ექიმს დაჯილდოება მიულოცეს, პროფესიული წინსვლა უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ საქველმოქმედო ღონისძიება "ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის“ 21 ოქტომბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სადაც ბატონ ისმეთ დინდარს ექიმთა ლიგის გადაწყვეტილებით „საუკუნის ექიმის“ წოდება მიენიჭა.