რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ყირგიზ სტუდენტებს შეხვდა

01, მარტი 2017

2017 წლის 20-22 თებერვალს ბაუ ბათუმის და ბაუ სტამბოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლები უნივერსიტეტების გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით იმყოფებოდნენ ყირგიზეთში, ქალაქ ოშში. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს. შეხვედრის დროს, მათ მიეწოდათ ზოგადი ინფორმაცია ბაუ გლობალის წევრ უნივერსიტეტებზე. გარდა ამისა, სტუდენტებს ჩაუტარდათ პრეზენტაციები ბაუ ბათუმის და ბაუ სტამბოლის უნივერსიტეტებზე. შეხვედრა კითხვა- პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებს და მათ მშობლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტებში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და უპირატესობებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრები ქალაქ ოშში მომავალშიც იგეგმება რაც კიდე უფრო გაზრდის ბაუ ბათუმის და ზოგადად ბაუ გლობალის ცნობადობას ყირგიზეთში.
შეგახსენებთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის; „ბაუ გლობალის“ წევრია, რომელიც სამი კონტინენტის შვიდ ქვეყანაში აერთიანებს ხუთ უნივერსიტეტს, ხუთ საუნივერსიტეტო კამპუსს და სამი ენის სკოლას, რაც საშუალებას აძლევს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაიღრმავონ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.