2017 წლის 6-9 აპრილს, ქალაქ ბათუმში, გაიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი. ღონისძიება შავიზღვისპირეთის ქვეყნების ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა. შეხვედრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ოჯახის ექიმების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, „ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ჩატარდა ლაბორატორიული საქმის ტრენინგი, რომელიც ჩაატარა მუსტაფა ქემალის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სამედიცინო ბიოქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა - ოღუზჰან ოსჯანმა.