2017 წლის 20 აპრილს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლონეთის, ქვემო სილეზიის სავოევოდოს სამთავრობო დელეგაციის წევრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან -ზაალ მიქელაძესთან ერთად ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს სტუმრობდნენ. დელეგაცია დაკომპლექტებული იყო მარშლის ოფისის, და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებით. დელეგაციას ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა და საუნივერსიტესო ჰოსპიტალის დირექტორმა-ისმეთ მიქელაძე-დინდარმა უმასპინძლა. პოლონელმა სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის შენობაში არსებული აუდიტორიები და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები. ასევე დაინტერესდნენ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დანერგილი ტექნოლოგიებითა და სამედიცინო აღჭურვილობით. ვიზიტის ფარგლებში ქვემო სილეზიის სამთავრობო დელეგეციის წევრებს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში არსებული სერვისებისა და „ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ შესახებ პრეზენტაციები ჩაუტარდათ.