2017 წლის, 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, დილის 10 საათზე "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ფარმაცევტთა ასოციაციასთან ერთად ატარებს კონფერენციას თემაზე: "მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი".
კონფერენცია გაიხსნება 29 სექტემბერს სასტუმრო რედისონში. კონფერენციის ფარგლებში 1 ოქტომბერს 10:00 საათზე ბაუ-ში ჩატარდება ტრენინგი ლაბორატორიის ექიმებისა და ლაბორანტებისათვის. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი tsmu.edu/lifeconference2017/