2017 წლის 29 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება.
სამეცნიერო ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა მოტივაციის ზრდა, ახალგაზრდების სტუდენტებისა და სკოლის მოსწსავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
„ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით პირველად 2015 წელს აღინიშნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას. ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.