2017 წლის 29 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში “ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა.
ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კერძო სასწავლო დაწესებულებებმა. წარმოდგენილმა ორგანიზაციებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს და ინტერაქციული გამოფენები წარმოადგინეს.
,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით პირველად 2015 წელს აღინიშნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას. ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აჩვენეს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული უნარ-ჩვევები. ბაუ ბათუმის უნივერსიტეტი მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მომავალშც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.