ბაუ ბათუმის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი სამუშაო ვიზიტით ბელორუსიაში იმყოფებოდა

10, ნოემბერი 2017

სასწავლო უნივერსიტეტის შპს „ ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი სამუშაო ვიზიტით ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, რომელთანაც ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის ფარგლებში, ქ-ნმა ლეილამ ეკოლოგიური მედიცინის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის წაიკითხა ლექციები იმუნოლოგიაში. ასევე გაეცნო უნივერსიტეტის კვლევით პროექტებს, საკვლევ და პრაქტიკის ბაზებს. სამომავლოდ დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო მუშაობისა და კონფერენციების ორგანიზება.