რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის სტუდენტის ჩართულობა პროექტში ''ონკო2017''

23, იანვარი 2018

2018 წლის 21 იანვარს, პროექტის "ახალგაზრდული სამეცნიერო კავშირი" ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა კონფერენცია "ონკო2017".  კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარადგინეს კვლევის შედეგები და განიხილეს  კიბოსთან დაკავშირებული თემები. ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის სტუდენტმა, პუტერი შაჰირაჰ ბინტი ღაზალმა,  წარმოადგინა შემდეგი თემა: "სისხლის ჯგუფის ანტიგენები ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებულ პაციენტებში". ღონისძიებას ვახტანგ თებიძემ უმასპინძლა.