რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის პრეზენტაციები ქუთაისში

06, მარტი 2018

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუთაისის მასშტაბით საჯარო სკოლებში პრეზენტაციები ჩაუტარეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს.

დამსწრე პირებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მათ საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ბაუ ბათუმის ქართველ და უცხოელ სტუდენტებს და მათგან მიეღოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

გარდა ამისა, ბაუ ბათუმის სტუდენტებმა მედიცინით დაინტერესებულ პირებს აჩვენეს სიმულატორზე კლინიკური მანიპულაციები. სკოლის მოსწავლეებს ასევე გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.