რეგისტრაცია

აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსი

23, მარტი 2018

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსს 2018-2019 სასწავლო წლისათვის. დაფინანსების მიზნით კონკურსანტების  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. წარმოდგენილ კონკურსანტთა დოკუმენტაციის განხილვა იწარმოებს 2018 წლის 01 მაისიდან 2018 წლის 07 მაისის ჩათვლით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ კონკურსანტებს  ზეპირი გასაუბრება  ჩაუტარდებათ 2018 წლის 10-11 მაისს.

კონკურსისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

საგრანტო კონკურსის პირობების დამტკიცების შესახებ დებულება იხილეთ ბმულზე.

კონკურსანტებმა დოკუმენტების ელექტრონული ვერსია უნდა მოგვაწოდონ შემდეგ მისამართზე: admissions@bauinternational.edu.ge