რეგისტრაცია

პრეზენტაციები ქალაქ ზუგდიდში

28, მარტი 2018

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდით მიზნით აგრძელებენ პრეზენტაციების ჩატარებას საქართველოს სახვადასხვა რეგიონში.

ამჟამად, უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ მეთორმეტე კლასელებს ქალაქ ზუგდიდში. პრეზენტაციის დროს, აბიტურიენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ზოგადად საგანმანათლებლო ქსელის-„ბაუ გლობალის“ და მისი წევრი უნივერსიტეტის „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის“ შესახებ, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რასაც ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს.

შეხვედრის ფარგლებში, აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად გასაუბრებოდნენ ბაუ ბათუმის სტუდენტებს და გაეზიარებინათ მათი შთაბეჭდილებები უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროცესის და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.