ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას შემდეგ სამსახურებში:
- კორესპონდენციის მართვისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური (1 ვაკანსია);
- მარკეტინგისა და სტუდენტთა მომსახურების სამსახური (1 ვაკანსია);
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ( 1 ვაკანსია);
- იურიდიული სამსახური (1 ვაკანსია);
- ფაკულტეტის დეკანატი (1 ვაკანსია);
სტაჟიორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- სწავლობდეს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ვაკანსიის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
- იყოს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული
- სრულყოფილად უნდა ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
- სტაჟიორი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
სტაჟიორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
- სტაჟირების ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითების შესრულება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში დახმარების გაწევა.
სტაჟირების ვადა: 3-დან 6-თვემდე
სტაჟირების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე თანდართული სურათით.
სტაჟირება არის ანაზღაურების გარეშე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.