რეგისტრაცია

საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი

04, აპრილი 2018

   2018 წლის 1 აპრილს 14:00 საათზე, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით „საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებმა თავიანთი ტრადიციული კერძები, სამოსი და ეროვნული ცეკვები წარმოადგინეს.
   ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძები, გაცნობოდნენ მათ კულტურასა და ტრადიციებს, ასევე მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობებში.
   მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რაც კულტურული ურთიერთობების გაცვლას და სტუდენტების ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.