რეგისტრაცია

აკრედიტაციის სტანდარტების ტრენინგი

02, მაისი 2018

2018 წლის 26 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრენინგი თემაზე: აკრედიტაციის სტანდარტები. ტრენინგი მიზნად ისახავდა უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებებისათვის აკრედიტაციის განახლებული სტანდარტებისა და შედეგზე ორიენტირებული შეფასების პრინციპების დეტალურ  გაცნობას. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა-ლეილა ახვლედიანმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა-ჯილდა ჭეიშვილმა.