რეგისტრაცია

შეხვედრა მასტერკლასელებთან

15, მაისი 2018

2018 წლის 4 მაისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ლეილა ახვლედიანი, მასტერკლასის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის დროს, ქალბატონმა ლეილამ მედიცინის ისტორიასა და თანამედროვე მედიცინის სტრუქტურებზე ისაუბრა. მასტერკლასს ასევე ეწვია ბაუ ბათუმის ქართველი სტუდენტები-ნანუკა ნაკაშიძე და ელენე ნიკოლეიშვილი. სტუდენტებმა მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ასევე სამომავლო პროფესიის შესახებ უამბეს. მასტერკლასელებთან შეხვედრა სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა თვითმმართველობის ეგიდით გაიმართა.