2018 წლის 13-19 მაისს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ჯილდა ჭეიშვილი (MD.PhD) მონაწილეობას ღებულობდა სემინარში თემაზე: „ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა“, რომელიც გაიმართა ზალსბურგში, ავსტრიაში. პროექტი დაფინანსებული იყო ღია საზოგადოება საქართველოსა და ამერიკულ ავსტრიული ფონდის მიერ. ქალბატონმა ჯილდა ჭეიშვილმა წარადგინა კვლევა თემაზე: „საკეისრო კვეთის გადაწყვეტილების მიღება საქართველოში“.