2018 წლის 3 აგვისტოს, 12 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სასწავლო უნივერსიტეტის „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით რეგიონის ექიმებისთვის გაიმართება კონფერენცია თემებზე: „გადაუდებელი მედიცინა, კარდიოქირურგია, სისხლძარღვოვანი ქირურგია, ნეირო და ზოგადი ქირურგია. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულებენ ისეთი ცნობილი ექიმები როგორებიც არიან: ბაუ ინთრნეიშენალ უნივერსითი ბათუმის რექტორი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი-ისმეთ დინდარ-მიქელაძე, პროფესორი, დოქტორი, კარდიო ქირურგი -ერგუნ დემირსოი, ზოგადი ქირურგი, პროფესორი, დოქტორი -სადექ ილდირიმ, ასოცირებული პროფესორი, ნევროლოგი-ქაან იალთირიქ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონფერენციას დაესწრება ლექსის „ჩვენ ერთნი ვართ“ ავტორი, დოქტორი - ჰუსამეთინ ოლგუნ. Unicef-ის პროექტის ფარგლებში იგეგმება ლექსის თარგმნა ორმოც ენაზე და შემოსული თანხის რაოდენობა მოხმარდება მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.